ჩოგბურთი

12:28 | 17.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერენა წლის შემაჯამებელ ტურნირს გამოტოვებს

ამერიკელი სერენა უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს, აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, სერენას მხრის ტრავმა აწუხებს და სწორედ ამ მიზეზით გამოტოვებს აღნიშნულ ტურნირს.

წყაროს ცნობით, სერენას ამ გადაწყვეტილებით ანგელიკა კერბერი წლის ბოლომდე ნომერ პირველი ჩოგბურთელი იქნება და მის პირველობას საფრთხეს ვერავინ ვეღარ შეუქმნის.

წლის შემაჯამებელ ტურნირზე ასპარეზობა მოპოვებული აქვთ: ანგელიკა კერბერს, სიმონა ჰალეპს, აგნეშკა რადვანსკას, დომინიკა ციბულკოვას, მედისონ ქისს, კაროლინა პლისკოვას და სერენას ტურნირიდან გამოთიშვამ გზა გარბინე მუგურუზას გაუხსნა.

წლის შემაჯამებელი ტურნირი 23-30 ოქტომბერს სინგაპურში გაიმართება.

0.121208