ფეხბურთი

17:33 | 17.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” ზამთარში ვიდალს 13 მილიონად გაყიდის

“ბარსელონა” მზადაა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მცველი ალეიქს ვიდალი 13 მილიონ ევროდ გაყიდოს, აღნიშნულ ინფორმაციას Sport.es-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ვიდალის გადაბირებას “ინტერი”, “მილანი” და “ნაპოლი” გეგმავენ.

ვიდალი “ბარსამ” 2015 წელს “სევილიადან” 18 მილიონად გადაიბირა.

27 წლის ვიდალს, “სევილიას” გარდა, “პანათინაიკოსში”, ხიმნასტიკში”, მალიორკა ბ-ში” და “ალმერიაში” უთამაშია.

0.114257