სლოვაკმა დომინიკა ციბულკოვამ და ამერიკელმა მედისონ ქისმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
წლის შემაჯამებელ ტურნირზე მონაწილეობის უფლება ამჟამად შვიდ ჩოგბურთელს აქვს მიღებული: ანგელიკა კერბერი, სერენა უილიამსი, სიმონა ჰალეპი, აგნეშკა რადვანსკა, კაროლინა პლისკოვა, დომინიკა ციბულკოვა და მედისონ ქისი. ტურნირზე ვაკანტური კიდევ ერთი ადგილია.
წლის შემაჯამებელი ტურნირი სინგაპურში 23-30 ოქტომბერს გაიმართება.