ჩოგბურთი

12:02 | 17.10.2016 | ნანახია 0 - ჯერ

ვოზნიაცკიმ 25-ე ტიტული მოიპოვა

მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა დანიელმა ქეროლაინ ვოზნიაცკიმ კარიერაში WTA-ის 25-ე ტიტული მოიპოვა. ქეროლაინმა ჰონ კონგის ტურნირის ფინალში ფრანგი კრისტინა მლადენოვიჩი 6:1, 6:7, 6:2 დაამარცხა. დანიელმა წელს მეორე ტიტული მოიპოვა. ამ გამარჯვებით ვოზნიაცკი რეიტინგში მე-20 ადგილიდან მე-17 პოზიციამდე გადაინაცვლებს.

ქეროლაინმა ჰონ კონგში 43 000 დოლარი და 250 სარეიტინგო ქულა მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064781
სარეკლამო ადგილი - 99
X x X