თანამედროვე მძლეოსნობის ამერიკელი ვარსკვლავის, ამერიკელი ტაისონ გეის ქალიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით დაიღუპა. 15 წლის ტრინიტი გეი კენკუტის შტატის ქალაქ ლეკსინგტონში, ერთ-ერთი რესტორნის სიახლოვეს, ორი ავტომობილიდან განხორციელებული სროლების შემდეგ დაიჭრა და რამდენიმე საათში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
უკვე გავრცელდა ტაისონ გეის კომენტარიც. სპრინტერულ დისტანციებზე სირბილში მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი აცხადებს, რომ მომხდარით გაოგნებულია და არ იცის, რა და როგორ მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, იცნობდა თუ არა გარდაცვლილი დამნაშავეებს.
ტრინიტი გეი მამის მსგავსად, მძლეოსნობას მისდევდა და შარშან შტატის ჩემპიონატზე საპრიზო სამეულშიც მოხვდა.