გერმანიის ბუნდესლიგაში შვიდი ტურის შემდეგ ძალზე საინტერესო მდგომარეობაა – მოწინავე სამეულში მიუნხენის “ბაიერნთან” ერთად “კიოლნი” და ლაიპციგის “რედ ბული” არიან მოკალათებულნი. “თხების” ამბავზე გუშინ გამცნეთ, ლაიპციგმა კი, თავისი მატჩი დღეს ჩაატარა და მორიგი სამი ქულა მოიპოვა.
“ვოლკსვაგენ არენაზე” სტუმრებს დიდი პრობლემები არ შეხვედრიათ და საბოლოოდ დამსახურებულადაც იმარჯვეს. გამარჯვების გოლი 70-ე წუთზე ემილ ფორსბერგმა შეაგდო. სხვათა შორის, შვედ ჰავბეკს პირველ ტაიმშიც შეეძლო გატანა, მაგრამ პენალტი გააცუდა. აღსანიშნავია, რომ ფორსბერგმა “ლაიპციგის” რიგებში ბუნდესლიგაში პირველად შესძლო თავის გამოჩენა. ახლა, “რედ ბულს” 15 ქულა აქვს (4 მოგება, 3 ფრე) და მეორე-მესამე ადგილებს იყოფს “კიოლნთან” ერთად, ხოლო ლიდერი “ბაიერნია” 17 ქულით. აი, ერთ დროს ამბიციური “ვოლფსბურგის” მდგომარეობა კი მძიმდება და “მგლებს” უკვე 5 მოუგებელი მატჩი დაუგროვდათ მიჯრით, შესაბამისად, გასავარდნი ზონაც ყურის ძირში აქვთ.
სანამ, “ლაიპციგი” მოიგებდა, მანამდე “მაინცმა” “ოპელ არენაზე” “დარმშტადტს” მოუგო – 2:1. აღნიშნული თამაში გამორჩეული პენალტებით გამოდგა. მატჩის მთავარმა არბიტრმა თერთმეტი მეტრიდან დარტყმისკენ ფეხბურთელებს სამჯერ მოუწოდა (ორჯერ სტუმრებს). ერთ მატჩში სამი პენალტი კი ბოლოს 2014 წლის თებერვალში, “ნიურნბერგისა” და “ბრაუნშვაიგის” თამაშში დაინიშა. ბუნებრივია, საუბარი მხოლოდ ბუნდესლიგურ შეხვედრებზეა...
“მაინცი” – “დარმშტადტი” 2:1 (1:0) VIDEO
მაინცი, “ოპელ არენა”
მაყურებელი: 29 987
“მაინცი” (4-2-3-1): ლოსლი; დონატი, ბელი, ჰაკი, ბუსმანი; ბროზინსკი, გბამინი; ოზტუნალი (ონისივო 73), მალი (სერდარი 83), დე ბლასისი (ბუნგერტი 90); კორდობა
მწვრთნელი: შმიდტი
“დარმშტადტი” (4-4-1-1): ესერი; ჰონი (სირიგუ 79), მილოშევიჩი, სულუ, ჰოლანდი; ჰელერი (ბენ-ჰატირა 60), იუნგვირტი, გონდორფი, ბეჟიაკი (შიპლოკი 60); კლაინჰაისნერი; ჩოლაკი
მწვრთნელი: მეიერი
გოლები: 1:0 დე ბლასისი (5), 2:0 მალი (56, პენ), 2:1 გონდორფი (90, პენ)
გაფრთხილება: ბროზინსკი (38), ბელი (61), კორდობა (90) – მილოშევიჩი (23)
გამოუყენებელი პენალტი: ჩოლაკი (45, მეკარე)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 12 (4) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 7:7 თამაშგარე: 5:0
მსაჯი: ბრიხი
“ვოლფსბურგი” – “ლაიპციგი” 0:1 (0:0) VIDEO
ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენ არენა”
მაყურებელი: 30 000
“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): კასტეელსი; ტრეში, ბრუმა, კნოხე, როდრიგესი; სეგუინი (ბრუნო ენრიკე 60), ლუის გუსტავო (მაიორალი 77); ვიეირინია (ბრეკალო (63), არნოლდი, დრაქსლერი; გომესი
მწვრთნელი: ჰეკინგი
“ლაიპციგი” (4-4-2): გულაჩში; ბერნარდო, ორბანი, კომპერი, ჰალტენბერგი; ზაბიცერი (კაიზერი 15), ილსნაკერი, დემე, ფორსბერგი (კეიტა 87); ვერნერი, პოულსენი (ბურკი 80)
მწვრთნელი: ჰაზენჰუტლი
გოლი: 0:1 ფორსბერგი (70)
გაფრთხილება: კასტეელსი (17), არნოლდი (90) – ჰალსტენბერგი (69)
გამოუყენებელი პენალტი: ფორსბერგი (17, ააცილა)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (2) – 13 (6) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 2:3
მსაჯი: შტეგერმანი