ინგლისის მოქმედი ჩემპიონის "ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ "ჩელსისთან" წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდმა მომდევნო მატჩებში უფრო ყურადღებით უნდა იყოს.
"შეცდომები დავუშვით, მეორე ტაიმში შევეცადეთ კარგად გვეასპარეზა და გამოგვივიდა კიდეც. ახლა უკვე ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადავერთოთ. კარგია, რომ ასეთ ცუდ მდგომარეობაში ახლა ვართ, რადგან დრო გვაქვს ყველაფერი გამოვასწოროთ. სეზონის დარჩენილ დროში მეტი კონცენტრირება გვმართებს." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
"ლესტერი" გახდა მეოთხე გუნდი, რომელმაც მოქმედი ჩემპიონის რანგში სეზონის სტარტზე ოთხი გასვლითი შეხვედრა წააგო. ბოლოს ასეთი წარუმატებლობა "ბლექბერნს" ჰქონდა. "მელიებს" ამჟამად 8 ქულა გააჩნიათ და პრემიერლიგაში მე-13 ადგილზე იმყოფებიან.