ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "ლესტერთან" მოგებული (3:0) პრემიერლიგის მერვე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი კარგად ათამაშდა და ინგლისის ჩემპიონის წინააღმდეგ "ჩელსის" ასპარეზობით კმაყოფილია.
"კარგი მატჩი იყო. შეხვედრის დაწყებამდე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ინტენსიურად ეთამაშათ და ვარჯიშზე დამუშავებული კომბინაციები შეესრულებინათ. ჩვენთვის საუკეთესო მატჩი იყო, რადგან ფეხბურთელებისგან თავდადება დავინახე. როდესაც გულმოდგინედ შრომობ, კარგად უნდა წარმოაჩინო თავი." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
მიმდინარე სეზონში "არისტოკრატებმა" "მელიები" უკვე მეორედ დაამარცხეს. წინა შეხვედრა გუნდებს შორის ინგლისის ლიგის თასზე გაიმართა და "ჩელსიმ" მეტოქე დამატებითი დროის ჩათვლით 4:2 დაამარცხა.