ქართული ფეხბურთის ლეგენდას, 61 წლის ალექსანდრე ჩივაძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.
ჩივაძე თბილისის "დინამოსა" და სსრკ-ის ნაკრების კაპიტანი გახლდათ. ის დინამოელთა ოქროს წლებში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, 1978 წელს საბჭოეთის ჩემპიონი გახდა, ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი, 1981 წელს თასების თასი მოიპოვა, ხოლო 1980-ში სსრკ-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ლიდერის თვისებები, მცველისთვის იშვიათად დამახასიათებელი ტექნიკა, შეტევებში სწრაფი ჩართვები და ლამაზი გოლებიც - ბატონი საშა მართლაც დიდი ფეხბურთელი გახლდათ. 1993-1997 და 2001-2003 წლებში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო, 2012-2015 წლებში კი 21-წლამდელთა ნაკრებს თავკაცობდა.