თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი და მცველი რენე ფერეირა ლანჩხუთის "გურიასთან" უმაღლესი ლიგის დღევანდელ მატჩში მოედნიდან ერთმანეთთან წაკინკლავების გამო გააძევეს, რის გამოც გუნდს მთელი ტაიმი 9 ფეხბურთელით მოუწია თამაში.
მეორე ტაიმის დასაწყისში "გურიას" ფეხბურთელი გიორგი ჭედიაც გააძევა მსაჯმა. ასე, ათი ცხრაზე წარიმართა მეორე 45-წუთეული და "დინამომ" მაინც იმარჯვა: ლადო დვალიშვილმა გახსნა ანგარიში, მერე კი ზაზა ჭელიძემ მეორე გაიტანა. "დინამომ" 21 აგვისტოს შემდეგ პირველად მოიგო ჩემპიონატში.