მიმდინარე სეზონში ვინმე თუ ფრანგულ “ნიცაზე” დაილაპარაკებდა, მაშინ მარიო ბალოტელისაც ახსენებდა. თუმცა, ლუსიენ ფავრის გუნდში კიდევ ერთი, ძალზე საინტერესო ვინმე ირიცხება – მალანგ სარი.
17 წლის მცველი, რომელსაც მაისურზე გვარი არ აწერია, რადგან “ნიცასთან” პროფესიონალური კონტრაქტი გაფორმებული ჯერ კიდევ არ აქვს და ამიტომ, მას მხოლოდ ნომრით თუ იცნობთ.
სარი უნივერსალი მცველია და შეუძლია როგორც მარცხენა ფლანგზე, ისე ცენტრში თამაში. გუშინ, “ლიონთან” მატჩში საგოლე პასიც შეასრულა და საერთოდ, მიმდინარე სეზონში ყველა თამაში სასტარტოში დაიწყო. მალანგს პაოლო მალდინისაც ადარებენ და ვნახოთ რა გამოვა 17 წლის ფრანგი თინეიჯერისგან...