აზრი თავიდანვე ორად გაიყო: ერთ მხარეს მიიჩნევდნენ, რომ მართებული გადაწყვეტილება იყო, მეორე მხარეს – არა. ვაკო ყაზაიშვილის არნემის “ვიტესიდან” ვარშავის “ლეგიაში” გადასვლას მოჰყვა სწორედ ასეთი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი, რომელი შეხედულება გამართლდა.
ამ ამბიდან თვენახევრის მერე ფაქტი ასეთია: ყაზაიშვილმა “ლეგიას” გამართული 9 თამაშიდან მხოლოდ სამში ითამაშა, აქედან ორჯერ შეცვლაზე და ერთხელ სასტარტოში (ისიც სადებიუტო თამაშში). ამ დროის განმავლობაში პოლონეთის ჩემპიონმა მწვრთნელი შეიცვალა, თუმცა ვაკოს მდგომარეობა უცვლელი დარჩა – არც ძველი ენდობოდა და არც ახალი ენდობა. ხან, თანაგუნდელებს არ იცნობსო, ხან ენა არ იცისო, ხან რომელ პოზიციაზე ვათამაშოთ არ ვიცითო... მოკლედ, ათასი მიზეზი ითქვა, მაგრამ...
ისე უცნაურია, რომ იგებდეს “ლეგია” და მეტოქეებისგან ქვას ქვაზე არ ტოვებდეს კიდე მესმის, კაცი იფიქრებს, მოგებულ შემადგენლობას არ ცვლისო, მაგრამ როცა 9 თამაშიდან 7 წაგებული გაქვს და ერთადერთი მოგებით იწონებ თავს, რატომ არ უნდა მისცე შანსი სხვასაც?! – არავინ იცის, ხვალ და ზეგ რა იქნება, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ ყაზაიშვილის “ლეგიაში” გადასვლა შეცდომა იყო, იმედია მე ვცდები და მალე შეძლებს ვაკო პოლონეთში თავის დამკვიდრებას. ახლა იმაზე ვისაუბროთ რა მინუს-პლიუსები აქვს ჰოლანდიის ერედივიზიონიდან პოლონეთის ექსტრაკლასაში გადასვლას.
უარყოფითი მხარე
ერედივიზიონი ისეთი ძლიერი ვეღარაა, როგორც 20 ან თუნდაც 10 წლის წინ, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ერთ-ერთ მთავარ ტრამპლინად მიიჩნევა. არნემის “ვიტესი” კი ამ ჩემპიონატის მოწინავე გუნდებში შედის, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ასპარეზის კარი ვერაფრით შეაღო (ჯგუფური ეტაპის). ყაზაიშვილის იქ კარგად იცნობდნენ, იცოდნენ მისი შესაძლებლობები და ქომაგებშიც პოპულარობით სარგებლობდა.
თავისუფლად შეიძლებოდა, ოდნავ მომატების შემთხვევაში “ვიტესიდან” რომელიმე კარგ ევროპულ გუნდში, ანაც ტოპ ჩემპიონატების საშუალო გუნდში მოხვედრილიყო. ეგეც არ იყოს, იშვიათია შემთხვევა, როდესაც ერედივიზიონიდან პროგრესირებადი ფეხბურთელი პოლონეთში წავა სათამაშოდ, თუნდაც ქვეყნის ჩემპიონში...
დადებითი მხარე
დადებით მხარედ ის შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ვაკოს ჩემპიონთა ლიგის გამოწვევა ჰქონდა. შესაძლოა, ამ ფაქტორმაც ითამაშა მთავარი როლი მის გადაწყვეტილებაში. “დორტმუნდთან” მან სასტარტოშიც ითამაშა, მაგრამ 66-ე წუთზე შეცვალეს. თავი ვერაფრით გამოიჩინა, ან რა უნდა ექნა, როდესაც მისი გუნდი შინ გოლებს პანტა-პუნტით უშვებდა... მერე ისიც ითქვა მარცხში ყაზაიშვილია დამნაშავეო... ესეც მორიგი ნონსენსია, გუნდმა 0:6 წააგოს და დებიუტანტ ფეხბურთელზე გაიშვირო ხელი, თან შემტევზე.
ლიგაზე თამაში დადებით მხარედ კი მიიჩნევა, მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით, რომ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა იაცეკ მაგიერამ ლისაბონის “სპორტინგთან” მატჩში 18 კაციან განაცხადში ვერ მოუძებნა ადგილი...
მართლა უცნაური ამბავია, გუნდი, რომელიც გავარდნის პირასაა ერთ მხარეს და მეორე მხარეს ვაკო ყაზაიშვილი, რომელსაც ფეხბურთის თამაში რომ შეუძლია, ყველამ ვიცით და ამაში ცოტა ხნის წინ სანაკრებო მატჩებშიც დაგვარწმუნა. თქვენი არ ვიცი და, მე პირადად, ყაზაიშვილის ერთი პასი მირჩევნია თორნიკე ოქრიაშვილზე, მეტოქის დაცვა რომ უსაქმოდ დატოვა, მთელ ვარშავის “ლეგიას”, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 20 წელიწადში პირველად გავიდა...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვიტესში თამაშისას ნაკრებში უფრო კაი იყო
იმენა ყლ*თა ჯოგი მართავს ლეგიას. ვაკო კი ამ ზამთარშივე უნდა დაბრუნდეს ვიტესში. აშკარად იქ უფრო მეტ დროს მისცემენ თან მწვრთვნელიც გამოცვალოს.
ლეგიაში, სასტავში თამაში ჯობს ვიტესის სკამზე ჯდომას და ათამაშებენ კიდეც მალე სასტავში.
ტრამპლინად კი პოლონეთიც მშვენივრად გამოდგება. ამასთან ყაზა მანდ იჯარითაა და თუ არ გაიბრწყინებს ქი დააბრუნებენ უკან თქვენს სანაქებო ჰოლანდიაში
ვიტესის სკამზე იყო მერე? გასული სეზონის შუა ნაწილში გუნდის შეუცვლელი ფეხბურთელი იყო.. ბოლოს თვითონვე რო არ მოეკლო.. იმიტომაც გადავიდა ჰოლანდიიდან რომ მოუკლო და ვერღარ ხვდებოდა. თორე ჰოლანდიაზე კარგი ტრანმპლინი სხვა რა უნდა იყოს?
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
საღოლ ავტორ, ასე მგონია ჩემი дაწერილი სტატიაა DDDDDDDDD
სულ რომ дაფრინავдეს ლეგიაში, ეს მაინც უკან გაдაдგმული ნაბიჯია. ვინ მიдის ჰოლანдიიдან პოლონეთში ? ვიცი ბევრი მეტყვის, სხვა გამოსავალი არ იყოო. სწორეд მაგაშია საქმე, რატომ მიყავს გუნдის წამყვან მოთამაშეს სიტუაცია იქამдე, რომ ასეთ მдგომარეობაში იგдებს თავს.
ოქრიაშვილს ვერ შევაдარებ. ოქრის სულ არეული აქვს საკლუბო საქმეები (იმეдია ამის მერე გამოასწორებს), ყაზაიშვილი კი "ხუთოსანის" შთაბეჩдილებას ტოვებдა ყოველთვის дა წინ მიдიოдა უკეთესი გუნдებისკენ дა ჩემპიონატებისკენ. ამ дროს კი ასეთი რამ ძალიან გულдასაწყვეტია.
ცუდ დროს მოხვდა ცუდ ადგილზეო როა ნათქვამი,ზუსტად შეეფერება ვაკოს დღევანდელ მდგომარეობას
მართლა სარკეში ჩაიხედონ. ლეგიას მაგრად გაუმართლა ჯგუფში რომ მოხვდა. ყველაზე სუსტი გუნდია ლიგაზე. ჯგუფურის დაწყებამდე ვამბობდი, რომ ყველა თამაშს წააგებდნენ და ასეც ხდება.
)
)
ჯერ პოლონური გუნდები რა არის. და ლეგია ლამის გავარდეს საერთოდ
ამათი ლოგიკით, დორტმუნდთან გაფარჩაკება ყაზაიშვილის ბრალი ყოფილა. მაგის მერე ,,აუხირდნენ"
არ არიან ესენი ვაკოს ღირსები.
თუ არ ენდობიან და არ ათამაშებენ ვერც ვერასოდეს ვერ გაიხსნება
2 თამაში უნდა ძირითადში(მეეჭვება რამე გააფუჭოს) და ათამაშდება. ბოლოს და ბოლოს სარკეში ჩაიხედონ, ვარშავის ლეგია ხარ შეჩემაალა ყაზაიშვილს სკამზე როგორ ტოვებ
დინამომ ბურთი გადაახია შეკრებაზე მაგ გუნდს