ფეხბურთი

12:43 | 15.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

მასიმილიანო ალეგრი: “დონარუმა იტალიის იმედია”

იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელ მასიმიალიანო ალეგრის აზრით, იტალიას ნიჭიერი თაობას მოსდის, რომელიც 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიბრწყინებს.

როგორც მან Corriere dello Sport-თან საუბრისას აღნიშნა, მათ შორის გამორჩეული ჯანლუიჯი დონარუმაა. ალეგრი სხვა თემებსაც შეეხო:

,,გამიმართლა, რომ ისეთ ფეხბურთელებთან მომიწია მუშაობა, როგორებიც არიან: პირლო, ნესტა, ტევესი, იბრაჰიმოვიჩი, გატუზო, რომ არაფერი ვთქვა იმ "იუვენტუსზე", რომელსაც მე ვწვრთნი.

საუკეთესო მწვრთნელი - საუკეთესო ისაა, ვინც ყველაფერს იგებს. დღესდღეობით კი ანჩელოტისა და გვარდიოლას გამოვყოფდი. ასევე მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს მხოლოდ ერთი მეთოდი თუ როგორ უნდა ავარჯიშო გუნდი კარგად და გაიმარჯვო ბევრჯერ. ყოველი სეზონი არის განსხვავებული, ასევე ყოველი თამაში და შესაბამისად, ყოველი ვარჯიშიც… თამაშს იგებს ის, ვინც კარგად მოემზადება, შედარებით ნაკლებად მომზადებული გუნდი კი ვერაფერს იღებს. ეს ყოველივე საფეხბურთო საიდუმლოა, რომელსაც მწვრთნელი კარგად უნდა ფლობდეს.

საუკეთესო ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელი - ცხადია დონარუმა, შემდეგ ლოკატელი, პელეგრინი, რომანიოლი, რუგანი, ბერარდი. ვფიქრობ, ყატარის 2022 წლის მუნდიალზე იტალიას ძლიერი ნაკრები ეყოლება”, - განაცხადა ალეგრიმ.

0.114408