არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ შესაძლოა "დეპორტივოსთან" გასამართი ლა ლიგის მერვე ტურის მატჩში მონაწილეობა მიიღოს. ლუის ენრიკემ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე სამუელ უმტიტის და სამხრეთამერიკელის შესახებ განაცხადა, რომ ორივე ფეხბურთელმა კარგად ივარჯიშა და თამაშის დღეს გადაწყდება ითამაშებენ თუ არა.
მესიმ ტრავმის გამო "ბარსელონას" ბოლო სამი შეხვედრა გამოტოვა და ასევე "ალბისელესტეს" მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებშიც ვერ დაეხმარა. სულ მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა "ბლაუგრანას" მაისურით 8 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.