დიდი შანსია, კახა მახარაძე წლეულსაც გახდეს უზბეკეთის ჩემპიონი. ტაშკენტის "ლოკომოტივმა" "კოკანდს" 4:0 მოუგო და 8-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, ეგაა, მდევარ "ბუნიოდკორს" ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. წინ კიდევ ექვსი ტურია.
მახარაძემ 4:0 მოგებულ შეხვედრაში გოლი გაიტანა, კერძოდ, მე-10 წუთზე გახსნა ანგარიში. კახა ორჯერ გამხდარა უზბეკეთის ჩემპიონი და ორივეჯერ "ფახთაქორის" შემადგენლობაში, ამჯერად კი ახლოსაა, რომ "ლოკომოტივის" სახელითაც მოიპოვოს ოქრო. ის ტაშკენტის "ლოკომოტივში" ადრეც თამაშობდა (2009-2010) და პირველივე სეზონში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.