ფეხბურთი

19:12 | 14.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში სონმა ყველას აჯობა

ინგლისის პრემიერლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ლონდონის “ტოტენჰემის” სამხრეთკორეელი ლეგიონერი სონ ჰინ მინი გახდა. 24 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გასულ თვეში პრემიერლიგის სამ მატჩში 4 გოლის გატანა შესძლო, მისი დიდი დამსახურებაა, რომ “დეზები” ამჟამად მეორე ადგილს იკავებენ და ლიდერ “მანჩესტერ სიტის” მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან.

სონი “ტოტენჰემში” ერთი წლის წინ, ლევერკუზენის “ბაიერიდან” გადავიდა და აღნიშნული ჯილდო პირველად მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118487