ჩოგბურთი

16:05 | 14.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩს რეიტინგის 110-ე ნომერთან მოგება გაუჭირდა

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა შანხაის მასტერსის მეოთხედფინალში რეიტინგის 110-ე ნომერი გერმანელი მიშა ზვერევი გაჭირვებით 3:6, 7:6, 6:3 დაამარცხა. ჯოკოვიჩმა პირველი სეტი ორი ბრეიკით უშანსოდ დათმო, მეორე პარტის სტარტევე ზვერევმა ბრეიკი გააკეთა და ნოვაკი შეხვედრის წაგების წინაშე დადგა, მაგრამ ნოვაკმა მოახერხა ჯერ სეტის შემობრუნება, რომელიც ტაი-ბრეიკზე 7:4 მოიგო, ხოლო გადამწყვეტ პარტიაში მეტოქე ერთხელ დააბრეიკა, რამაც საბოლოოდ მატჩის ბედი გადაწყვიტა.

ჯოკოვიჩი ტურნირის ნახევარფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდება, მატჩი 15 ოქტომბერს თბილისის დროით 07:00 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში ნოლე ესპანელს 5:0-ს უგებს.

შანხაის მასტერსის საპრიზო ფონდი 3 849 445 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

0.123235