უცნაური ამბავი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდ “დინამო” თბილისის თავს. გავრცელებული ინფორმაციით, გუნდმა ცხვარი შესწირა, რომ როგორმე წარუმატებელი სერია დაასრულოს და გამარჯვება მოიპოვოს ეროვნულ ჩემპიონატში…
დიახ, “დინამოს” ბაზაზე ცხვარი ორი დღის წინ იმყოფებოდა, იქაური მინდორიც დააჭაშნიკა და სავარაუდოდ, მერე დაიკლა კიდეც... ყოველ შემთხვევაში ცნობილია, რომ “დინამოს” ფეხბურთელებმა და გუნდის ხელმძღვანელებმა ასევე ორი დღის წინ, რესტორან “წისქვილში” მოულხინეს – რა იყო აღნიშნული ზეიმის მიზეზი უცნობია.
ისე, უცნაურია, გუნდმა სრულად ჩააგდო ევროტურნირები, შიდა ჩემპიონატში უკვე 4 ტურია (21 აგვისტოს მერე) არ მოუგია და ამის ფონზე მხოლოდ ცხვრის იმედად ყოფნა რას არგებს კლუბს მომავალი გვიჩვენებს...