ჩოგბურთი

14:53 | 14.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

კერბერი გავრილოვასთან დამარცხდა 

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი გერმანელი ანგელიკა კერბერი ჰონ კონგის ტურნირის მეოთხედფინალში ავსტრალიელ დარია გავრილოვასთან მოულოდნელად 3:6, 1:6 განადგურა. მატჩის სტარტზე კერბერი 2:0 დაწინაურდა და თითქოს გავრილოვა მარცხისთვის განწირული იყო, მაგრამ ამის მეტი გერმანელმა ვერაფერი მოახერხა და საკმაოდ უსახური მატჩი გამოუვიდა. შეხვედრა საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. კერბერმა ვერც ერთი ეისი ვერ მოაწოდა და ექვსი ორმაგი შეცდომა დაუშვა. ანგელიკამ 10 შესაძლებლობიდან მხოლოდ ორი ბრეიკი შეასრულა.

ტურნირის ნახევარფინალში გავრილოვა მლადენოვიჩი-მატეკ-სანდსის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

0.112365