ჩინურ ტიანჯანში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და ესპანელი ლარა არუაბარენას წყვილი პენგი-მაკჰეილის დუეტთან 3:6, 6:3, 5:10 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 12 წუთს გაგრძელდა.
ნახევარფინალში გასვლით კალაშნიკოვამ 110 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ოქსანა წყვილთა რეიტინგში ამჟამად 47-ე ადგილზე იმყოფება, ტიანჯანში ნაჩვენები შედეგით კი რამდენიმე ადგილით წინ წაიწევს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ფრე გვაწყობს, ვთამაშობთ მოგებაზე !
ჯიგრები ხართ ხვალ გბალეშიკობთ
გაიხარეთ ბიჭებო ! ! !
ყოჩაღ