ამ რუბრიკაში ქართველი სპორტსმენების თამამი და სექსუალურ ფოტოსესიების გარჩევა იშვიათად გვიწვევს, რადგან ჯერ ერთი ჩვენებური სპორტსმენები თავად გაურბიან ამგვარ რამეს და მეორეც - ეს ხომ ის ქვეყანაა, სადაც სიტყვა “სექსუალურობა” ხშირად შეურაცხმყოფლადაც კი ითვლება და აღიქმება.
ეს ერთგვარი ტრადიცია დაარღვია ამერიკაში მცხოვრებმა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მოასპარეზე ქართველმა მშვილდოსანმა ქალმა, ხათუნა ქვრივიშვილმა, იგივე ხათუნა ლორიგმა, რომელმაც ჟურნალ ESPN-სათვის თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და იგი ნახევრად შიშველი ამორძალის იმიჯით წარუდგა საზოგადოებას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებური ხათუნა აგერ უკვე 42 წლისაა მოყრილი, მას გარეგნულად ნამდვილად არაფერი დაეწუნება და აღნაგობა ეჭვმიუტანლად სპორტსმენისა აქვს. ხათუნა ქვრივიშვილის თამამი ფოტოებით კინოპროდიუსერებიც დაინტერესებულან და არ გაგვიკვირდეთ თუკი ამ ქალს რომელიმე ჰოლივუდურ ბლოკბასტერში ვიხილავთ.