მოსკოვის “სპარტაკის” ხელმძღვანელობა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა “სპორტ-ექსპრესი” მოსკოვური კლუბის სპორტული დირექტორის, სერგეი როდიონოვის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როდიონოვის განცხადებით, კლუბი ჯანო ანანიძესთან და სალვატორე ბოკეტისთან ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებას აწამოებს.
რუსული კლუბის ეს ნაბიჯი გასაკვირი ნამდვილად არაა, 24 წლის ქართველი ფეხბურთელი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე. "სპარტაკის" რიგებში ამ სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა და მას შემდეგ, რაც სათამაშო დრო მიეცა გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.
ანანიძეს მოსკოველებთან ამჟამად მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2017 წლის მაისში ეწურება და როგორც თავად ფეხბურთელმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, ევროპული კლუბებიდანაც აქვს შეთავაზებები.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
7 დან 2 ცუდია, კარგია რომ სამიანი ჩააგდო,.. პირველ წრეში ევროლიგაში ლიდერებში ყოფნის მიუხედავად, ადრეც ვწერდი, არ მჯერა ვირტუსის მომავლის, ვქომაგობ თოკოს,რომელიც გამორჩეულს არა და კარგ სეზონს ატარებს....