ფეხბურთი

17:20 | 13.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

67 დღეში გამომუშავებული მილიონი - ინგლისელებს ელერდაისი ძვირი დაუჯდათ

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელისთვის, სემ ელერდაისისთვის კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის გამო 1,1 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

61 წლის სპეციალისტი ინგლისის ნაკრების თავკაცად მიმდინარე წლის ივლისში დაინიშნა, გუნდს მხოლოდ ერთ მატჩში გაუძღვა და სულ, მთავარი მწვრთნელის პოსტზე 67 დღე იმუშავა. მისი დათხოვნის მიზეზი კი კორუფციული სკანდალი გახდა, რომელიც The Telegraph-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას მოჰყვა. როგორც ცნობილია, აღნიშნული გამოცემის ჟურნალისტები მწვრთნელს ფეხბურთით დაინტერესებულ ბიზნესმენებად გაეცნენ და ინგლისურ პრემიერლიგაში სატრანსფერო მაქინაციებით სარგებლის მიღებაში დახმარება სთხოვეს. ორი შეხვედრის შემდეგ ელერდაისი მათ, 400 ათასი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ, თავისი მდგომარეობის გამოყენებით დახმარებას დაპირდა. შეხვედრის ჩანაწერების გამოქვეყნებისთანავე მწვრთნელს თანამდებობის დატოვება მოუწია.

როგორც ბრიტანული გამოცემები იტყობინებიან, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ელერდაისისთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ კომენტარზე უარს ამბობს.

0.114061