ფეხბურთი

15:34 | 13.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

50 ახალი სკაუტი “მანჩესტერ იუნაიტედში”

ინგლისურმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” ბოლო თვეებში 50 ახალი სკაუტი დაიქირავა. როგორც Goal.com-ი იტყობინება, მანჩესტერელებს ამ გზით სურთ მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელებისთვის ბრძოლაში კონკურენტებთან უპირატესობა მოიპოვონ.

კლუბის მთავარი სკაუტი ისევ ჯიმ ლოულორია, ის ბოლო პერიოდში მარსელ ბურტთან ერთად მუშაობს, რომელიც ადრე მანჩესტერელთა ყოფილ მთავარ მწვრთნელს ლუის ვან გაალს ეხმარებოდა.

ნიჭიერი მოთამაშეების მოძიების მხრივ უფრო ფართომასშტაბიანი სამუშაოს დაწყების პარალელურად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კლუბის აკადემიასაც, რომელმაც ბოლო წლებში რამდენიმე იმედისმომცემი ფეხბურთელი აღზარდა, მათ შორის გამორჩეულები - ფორვარდი მარკუს რეშფორდი და ნახევარმცველი ჯესი ლინგარდი.

0.137715