თამაშგარე

12:32 | 13.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

კულინარი მარია შარაპოვა

ამ ბოლო დროს ძალიან უცნაურად და არასასიამოვნოდ წარიმართა მარია შარაპოვას ცხოვრება და კარიერა. აღარ ჩამოვთვლით თუ რა ამბები დატრიალდა რუსი ჩოგბურთელის გარშემო დოპინგ-სკანდალთან დაკავშირებით, რადგან ეს ყველაფერი ისედაც ცნობილი და გადაღეჭილია.

მაგრამ თქვენ არ იფიქროთ, რომ მარია შარაპოვა ადვილად გასატეხი და მოსადრეკი ქალია. იგი ძველებურად მხნედაა და ჩოგბურთის გარდა ისეთ მშვენიერ ფენომენზეც კი ახერხებს ფიქრს – როგორიც კულინარია და გემრიელობების ქვაბში კოხტად ათუხთუხებაა.

მარიამ კონტრაქტი გააფორმა ერთ-ერთ ამერიკულ ტელე-შოუსთან და კვირაში ერთხელ, პირდაპირი სატელევიზიო ჩართვების დროს ვალდებულია ტელემაყურებლის წინაშე რაიმე ახალი კერძი მოამზადოს და დააგემოვნოს. მარია შარაპოვას გაკეთებულ ბორშჩსა და გულიაშს სულ სხვა გემო და არომატი რომ ექნება - ამაზე მოდით არასოდეს ვიდავოთ...

0.109744