ფეხბურთი

0:59 | 13.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცუდი ბიჭობიდან გმირობამდე: სერჟ ორიემ მეტოქე სიკვდილს გადაარჩინა (+VIDEO)

კოტ დივუარის ნაკრებისა და ფრანგული პსჟ-ს მარჯვენა მცველი სერჟ ორიე აქამდე მხოლოდ ცუდი ბიჭის სახელით იყო ცნობილი და არაერთ სკანდალშიც გახვეულა. თუმცა, გუშინ, კოტ დივუარისა და მალის ნაკრებთა შეხვედრის დროს, აფრიკელმა ფეხბურთელმა გმირული საქციელი ჩაიდინა და მეტოქე, მუსა დუმბია სიკვდილს გადაარჩინა.

აღნიშნული მატჩის მე-17 წუთზე დუმბია საჯარიმოში შეჯახების შემდეგ მოედანზე უგონოდ დაეცა და რომ არა ორიეს სწრაფი რეაგირება, ვინძლო ვერც გადარჩენილიყო. სხვათა შორის, სერჟის გმირული საქციელი თამაშის მერე მალელთა მთავარმა მწვრთნელმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ალან ჟირესმაც გამოჰყო და განაცხადა, რომ მან დუმბიას სიცოცხლე შეუნარჩუნა...

ასეთი ფაქტები მწვანე მოედანზე ბოლო დროს გახშირდა. დღემდე ალბათ ყველას ახსოვს როგორ გადაარჩინა ჯაბა კანკავამ უკრაინელი ოლეგ გუსევი, ხოლო ირლანდიისა და საქართველოს მატჩის დროს ახლახან გურამ კაშია რობი ბრეიდის დაეხმარა.

0.116106