ფეხბურთი

22:10 | 12.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაკაბაძე კოპა დელ რეის შემდეგ ეტაპზე და გოლი პენალტების სერიაში

ოთარ კაკაბაძის “ხიმნასტიკმა” კოპა დელ რეის 1/16 ფინალში გააღწია. ტარაგონელებმა დღეს მადრიდში “რაიო ვალეკანოს” პენალტების სერიაში აჯობეს 5:4. ამაში საკმაო წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების განაპირა მცველმა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 120 წუთიც გაატარა.

აღსანიშნავია, რომ ოთარმა მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში გოლის გატანაც შესძლო VIDEO – იგი მეორე მივიდა თანაგუნდელთაგან ბურთთან და ანგარიში საფეხბურთო ლატარიაში 2:0 გახადა.

მოგეხსენებათ, კაკაბაძემ სამი დღის წინ, კარდიფში უელსის ნაკრებთან ითამაშა, თუმცა კლუბში დროულად დაბრუნდა და კარგი შეხვედრაც ჩაატარა. საგულისხმოა, რომ ქართველმა უკვე მიჯრით მესამედ ითამაშა კატალონური გუნდის რიგებში, რაც ცალსახად სასიხარულო ფაქტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102258