ფეხბურთი

21:55 | 12.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დროგბა შესაძლოა ევროპას დაუბრუნდეს

“მონრეალ იმპაჩტის” კოტ დივუარელი თავდამსხმელი დიდი დროგბა შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს და კარიერა იტალიურ “ნაპოლიში” გააგრძელოს. როგორც აპენინური მედია წერს, ნეაპოლიტანური გუნდი წამყვანი ფორვარდის, არკადიუშ მილიკის შემცვლელს ეძებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მძიმედ დაშავდა და მოედანზე 6 თვე ვერ გავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნეაპოლელები დროგბას სამთვიანი იჯარით გადაბირებას შეეცდებიან. მოგეხსენებათ, ცოტა ხანში ამერიკულ MLS-ში ზამთრის შესვენება დაიწყება, რომელიც მარტის თვემდე გასტანს და სწორედ ამ პერიოდში უნდა “ნაპოლის” ფეხბურთელის დამატება. სხვათა შორის, ეს მიღებული ფორმაა – თუნდაც იტალიისთვის: 2009 და 2010 წლებში მსგავსი ხელშეკრულებით “მილანში” ორჯერ ითამაშა ინგლისელმა დევიდ ბექჰემმა.

რამდენად დასთანხდება დროგბა იტალიელთა შეთავაზებას ჯერჯერობით უცნობია. ისე კი, მაურიციო სარის მეორე ვარიანტიც აქვს – თავისუფალი აგენტი მიროსლავ კლოზე.

0.112631