კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი გამოჯანმრთელდა. როგორც “ბლაუგრანას” ვებგვერდი იტყობინება, 29 წლის ფეხბურთელმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს იგი მოედანზე დაბრუნებას, მაგრამ ესპანური მედიის ცნობით, შესაძლოა ეს დამდეგ უიქ-ენდზე ლა კორუნიის “დეპორტივოსთან” მოხდეს. თუმცა, გაცილებით რეალურია, რომ მესიმ ერთი კვირის შემდგომ ინგლისურ “მანჩესტერ სიტისთან” ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე.
შეგახსენებთ, ლიონელ მესი ლაზარეთში 21 სექტემბრიდან მოყოლებულია, როდესაც ტრავმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩში მიიღო, რის გამოც არამარტო “ბარსას” თამაშები, არამედ სანაკრებო შეხვედრებიც გაუცდა.