მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კალენდარულ მატჩში ნორვეგიის ნაკრებმა სან მარინოს 4:1 მოუგო – ბუნებრივია, ამაში განსაკუთრებული და აღსანიშნავია არაფერია, მაგრამ საგულისხმოა ერთი ფაქტი:
შეხვედრის მე-12 წუთზე ნორვეგია მეტოქე მცველის, დავიდე სიმონჩინის ავტოგოლით დაწინაურდა. ალბათ იტყვით, მერე რა მოხდა, საკუთარ კარში ვის არ გაუტანიაო, მაგრამ ყურადსაღებია, რომ სან მარინოელთა კარს დავიდეს ღვიძლი ძმა, ალდო იცავდა. ანუ, გამოდის, ერთმა სიმონჩინიმ მეორეს გაუტანა, თანაც საკუთარ ძმას, ასეთ რამეს კი, თანამედროვე ფეხბურთში არცთუ ისე ხშირად წააწყდებით...