2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართა C ჯგუფში და აზერბაიჯანის ნაკრებმა მიმდინარე ტურნირში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხელწამოსაკრავი არაა. ამჯერად გუნდმა ჩეხეთის წინააღმდეგობა დაძლია და სტუმრად ქულა მოიპოვა (0:0). მართალია მასპინძლები ბურთს აკონტროლებდნენ და მომენტებსაც ქმნიდნენ, თუმცა მიმდინარე შესარჩევში გოლი მაინც ვერ გაიტანეს. აზერბაიჯანი კი მეორე ადგილზე 7 ქულით იმყოფება და მხოლოდ გერმანიას ჩამორჩება.
ბუნდესნაკრებმა შინ იოლად 2:0 დაამარცხა ჩრდილოეთ ირლანდია. იოახიმ ლიოვის შეგირდებმა მეტოქეს პირველივე ტაიმში მოუგვარეს საქმე. იულიან დრექსლერმა და სამი ხედირამ გერმანიას მორიგი სამი ქულა მოუტანეს.
ნორვეგიამ შინ სან მარინო მოლოდინისამებრ დაამარცხა, თუმცა ამ მატჩში საინტერესო უფრო სტუმართა გოლი გახლდათ. მატიას სტეფანელიმ ნორვეგიას 54-ე წუთზე გაუტანა და ანგარიში 1:1 გახადა. აღსანიშნავია, რომ სან მარინოს მუნდიალის შესარჩევ მატჩებში სტუმრად ბოლოს 2001 წელს ჰქონდა გატანილი, მაშინ ლატვიასთან გუნდმა ფრე 1:1 დააფიქსირა. საბოლოოდ, ნორვეგიამ მეტოქე მაინც გატეხა და 4:1 იმარჯვა.
მომდევნო ტურში სან მარინო გერმანიას დაუხვდება, ჩეხეთი ნორვეგიას მიიღებს და უსიამოვნო ნავსის გატეხვას შეეცდება, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდია ბელფასტში აზერბაიჯანს მიიღებს და ჩვენი მეზობელი კიდევ ერთხელ შეეცდება ქულის ან ქულების აღებას.
ნორვეგია - სან მარინო 4:1 (VIDEO)
ჩეხეთი - აზერბაიჯანი 0:0 (VIDEO)
გერმანია - ჩრდ. ირლანდია 2:0 (VIDEO)
1. | გერმანია | 3 | 3 | 0 | 0 | 8:0 | 9 | |
2. | აზერბაიჯანი | 3 | 2 | 1 | 0 | 2:0 | 7 | |
3. | ჩრდ. ირლანდია | 3 | 1 | 1 | 1 | 4:2 | 4 | |
4. | ნორვეგია | 3 | 1 | 0 | 2 | 4:5 | 3 | |
5. | ჩეხეთი | 3 | 0 | 2 | 1 | 0:3 | 2 | |
6. | სან მარინო | 3 | 0 | 0 | 3 | 1:9 | 0 |