2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩები გაიმართა ევროპაში და E ჯგუფს გამოკვეთილი ფავორიტი ჯერ არ ჰყავს. პოლონეთმა შინ სომხეთი 2:1 დაამარცხა, თუმცა გულშემატკივრები საკმაოდ ანერვიულა. 30-ე წუთზე სტუმრები 10 კაცის ამარა დარჩნენ და ყველა ელოდა მაპინძლები იოლად გაიმარჯვებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.
48-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ იაქტიურა, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მკოიანს მოხვდა და ავტოგოლი მიითვალა. საკმაოდ რთულ სიტუაციაში ჩავარდნილმა სომხებმა ორ წუთში მარკოს პიზელის გოლის წყალობით ანგარიში გაათანაბრეს. 95-ე წუთამდე ნერვიულობდნენ ვარშავის სტადიონზე შეკრებილი ქომაგები, როდესაც "ბაიერნის" ფორვარდმა ბლაშიკოვსკის გადაცემის შედეგად გუნდს სამი ქულა მოუტანა.
ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა დანიამ - ამჯერად შინ მონტენეგროსთან 0:1 წააგო. მონტენეგროელები პირველ ადგილზე იმყოფებიან და სამ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი აქვთ გაშვებული. მეორე პოზიციაზე პოლონეთია, ხოლო მესამეზე რუმინეთი, რომელმაც სტუმრად ყაზახეთი ვერ დაამარცხა - 0:0.
შემდეგ ტურში 11 ნოემბერს, სომხეთი ჯგუფის ლიდერს მიიღებს, პოლონეთს სტუმრად რუმინეთთან ელოდება მძიმე ბრძოლა, ხოლო დანია შინ ყაზახეთის დამარცხებას შეეცდება.
პოლონეთი - სომხეთი 2:1 (VIDEO)
დანია - მონტენეგრო 0:1 (VIDEO)
ყაზახეთი - რუმინეთი 0:0
1. | მონტენეგრო | 3 | 2 | 1 | 0 | 7:1 | 7 | |
2. | პოლონეთი | 3 | 2 | 1 | 0 | 7:5 | 7 | |
3. | რუმინეთი | 3 | 1 | 2 | 0 | 6:1 | 5 | |
4. | დანია | 3 | 1 | 0 | 2 | 3:4 | 3 | |
5. | ყაზახეთი | 3 | 0 | 2 | 1 | 2:7 | 2 | |
6. | სომხეთი | 3 | 0 | 0 | 3 | 1:8 | 0 |