“ოკლაჰომა სითი თანდერის” გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა ევროპული და ამერიკული კალათბურთის შესახებ ისაუბრა.
“შემიძლია ვთქვა, რომ ევროპაში 10-ჯერ უკეთესი დაცვაა, ვიდრე ნბა-ში. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში უფრო ინდივიდუალურ კალათბურთს ექცევა ყურადღება, ევროპაში კი გუნდები დაცვაში უფრო გუნდურად თამაშობენ”- განაცხადა უესტბრუკმა.
შეგახსენებთ, რომ “ოკლაჰომამ” ევროპული ტურნეს ფარგლებში “ბარსელონა” 92:89 დაამარცხა, ხოლო “რეალთან” 137:142 წააგო.