ფეხბურთი

22:44 | 11.10.2016 | ნანახია NaN - ჯერ

მარკო როისი გამოჯანმრთელდა

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და დორტმუნდის “ბორუსიას” ერთ-ერთი ლიდერი მარკო როისი გამოჯანმრთელდა. Goal.com-ის ინფორმაციით, 27 წლის ნახევარმცველმა დღეს, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა – ეს, მარკოს პირველი გამოჩენაა 5 თვის შემდგომ.

შეგახსენებთ, მარკო როისმა ტრავმა 21 მაისს, სანაკრებო შეკრებისას მიიღო და მას მერე უთამაშებელია. აღნიშნული მიზეზით მას ევრო 2016-იც გაუცდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067053
სარეკლამო ადგილი - 99
X x X