ფეხბურთი

21:29 | 11.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

TOP 5 ჩემპიონატიდან ყველაზე ნაციონალური გუნდი - "ოსასუნა"

თანამედროვე ფეხბურთში არცთუ ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული კლუბები საკუთარ ქვეყანას წარმოადგენენ, მაგრამ მოედანზე მყოფ 11 ფეხბურთელიდან ყველა ლეგიონერია. ამ მხრივ განსაკუთრებით გრანდები გამოირჩევიან.

სტატისტიკოსებმა კი, საწინააღმდეგო გამოთვლა ჩაატარეს და დადგინდა, რომ ტოპ ხუთ ჩემპიონატში (ლიგა 1, ლა ლიგა, სერია ა, ბუნდელსიგა და პრემიერლიგა), ყველაზე ნაკლებმა ლეგიონერმა პამპლონას “ოსასუნას” რიგებში ითამაშა მიმდინარე სეზონში. თურმე, პამპლონელთა თავკაც ენრიკე მარტინ მონრეალმა 24 ფეხბურთელი ათამაშა დღემდე და აქედან ერთადერთი იყო ლეგიონერი – ფრანგი ემანუელ რივიე.

საერთოდან, “ოსასუნაში” სულ სამი ლეგიონერია: რივიეს თანამემამულე დიდიე დიგარი და სლოვენიელი გორან კაუსიჩი. კენან კოდროს, ანტონიო ოტეგუსა და ტანო ბონინს კი, ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და შესაბამისად ლეგიონერებად არ ითვლებიან.

ყველაზე ნაციონალური გუნდი “ოსასუნას” შემდეგ ფრანგული “ნანსი” და ესპანური “ბილბაო” ყოფილა მიმდინარე სეზონში.

0.125482