კალათბურთი

20:17 | 11.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

მესინა იტალიის ნაკრებში 2017-წლამდე დარჩება

კალათბურთის იტალიელი სპეციალისტი, 56 წლის ეტორე მესინა იტალიის ნაკრებს 2017 წლის ევრობასკეთის ჩათვლით გაწვრთნის, აღნიშნულ ინფორმაციას იტალიის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მესინა იტალიის ნაკრებს 2015 წელს ჩაუდგა სათავეში, თუმცა მანამდე 1993-1997 წლებშიც წვრთნიდა.

მესინას მიღწევები: ევროლიგის 4-გზის ჩემპიონი (1998, 2001, 2006, 2008), ევროლიგის 2-გზის საუკეთესო მწვრთნელი (2006, 2008), იტალიის თასის 7-გზის მფლობელი, იტალიის 4-გზის ჩემპიონი, “ვთბ-ლიგის” 2-გზის გამარჯვებული და იტალიის ნაკრებთან ერთად 1997 წლის ევრობასკეტის ვერცხლის მედლის მფლობელი.

0.114086