ფეხბურთი

16:10 | 11.10.2016 | ნანახია 2472 - ჯერ

სანაკრებო ამბები: ფაქტები, ეჭვები და გამონათქვამები

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ტოსტაო მიიჩნევს, რომ ნეიმარი უფრო დიდი ფეხბურთელია, ვიდრე რომარიო, რონალდო, რივალდო და კაკა. 1970 წლის მუნდიალის ერთ-ერთი გმირი ამბობს, ნეიმარს თავდამსხმელისთვის საჭირო ყველა თვისება აქვს, თუმცა დასძენს, რომ თანამედროვეობის საუკთესო მოთამაშეები ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან...

ერაყის ნაკრების მწვრთნელმა რადჰი შენაიჰიმ ორიგინალური რამ მოიფიქრა. მუნდიალის შესარჩევში ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, ნაკრების წარმომადგენლებმა თხა დაკლეს. ეს მოხდა საზოგადოების თავშეყრის ადგილზე... ერაყელები ფიქრობენ, რომ მსხვერპლშეწირვა იღბალს დაუბრუნებთ.

უეინ რუნის ინგლისის ნაკრების ფანებმა უსტვინეს. ეს მოხდა მალტასთან თამაშის (2:0) დროს. რუნი შოკირებული იყო ამ ამბით, ხოლო ნაკრების თავკაცმა გარეთ საუთგეიტმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი დაიცვა, ასეთ მოპყრობას არ იმსახურებდაო.

ჰოლანდიის ნაკრების თავკაცმა დენი ბლინდმა მსაჯობაზე დაიჩივლა. ჰოლანდია-საფრანგეთის მატჩის (0:1) პირველი ტაიმის ბოლოს ვინსენტ იანსენმა დაარტყა და ლორან კოშიელნის ხელზე მოხვდა ბურთი, სლოველიელმა მსაჯმა დამირ სკომინამ კი პენალტი არ დანიშნა.

"ორი აზრი არ შეიძლება იყოს, პენალტი უნდა დანიშნულიყო" - ამბობს ბლინდი.

7 მატჩი, 7 მოგება, ბურთების შეფარდება 20:0. ასეთია შვედეთი-ბულგარეთის სტატისტიკა ბოლო 7 დაპირისპირებაში. აი, ამას ჰქვია, გამოჭერილი ჰყავს და კატა-თაგვობანას ეთამაშებაო. შვედებმა ამჯერად შინ 3:0 მოუგეს ბალკანელებს, თანაც, თამაშით, როგორც იტყვიან, წალეკეს მეტოქე და გაცილებით დიდი ანგარიშითაც უნდა მოეგოთ.

შეგახსენებთ, შვედებმა 1994 წლის მუნდიალზე მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში 4:0 დაამარცხეს სტოიჩკოვი და კომპანია, ევრო-2000-ის ჯგუფში კი 5:0 გაანადგურეს. მერე რა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ნაკრებში აღარ თამაშობს, ბულგარეთი მათთვის სან-მარინოსავითაა.

არგენტინული მასმედია ნაკრების მწვრთნელ ედგარდო ბაუსას აკრიტიკებს, გუნდში ლეო მესის მეგობრებს ანიჭებს უპირატესობასო. უფრო შორსაც მიდიან, ნაკრების სასტარტო შემადგენლობას მესი აყენებსო... "ალბისელესტემ" ბოლო ორივე შეხვედრაში 2:2 ითამაშა, კერძოდ, პერუსთან და ვენესუელასთან.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:25 | 11.10.2016
GIO-JUVE+KICHA+DEL PIERO (1033)

ვავაა რამდენი დოდოაააა,მაგას ღრმად აქ,ჯერ ძველ რონალდოს ხოვერავინჯობს და ამ დაუნმა მერე ის დააყოლა დღევანდელ კრისტინას და მესისი ვერ ჯობსო?? შიგ არაა აქ? მესი კაი ჰო გაუტოლეთ მაგრამ ეს დებილი კრისტიანო??? ნაგავი ბალერინა თფუ თქვენი პროფესორა დ...

19:27 | 11.10.2016
a.reversi (9540)

აი ამიტო წავიდა კოპას მერე ტიპებს *ლეზე კიდიათ ყველაფერი თამაშობს მაინც ესაა დამნაშავე რამე წარუმატებლობის არ თამაშობს მაინც ესაა ეს მეგობრები ვაბშე სხვა თემაა რა მესის გულს იგებს ალბათ მწვრთნელი არადა მეგონა ყველაზე ცუდი ჟურნალისტები ჩვენ გვყავდა :/

19:12 | 11.10.2016
KoRBeN DaLLaS (24844)

ა ძმაო, ერაყელებს თხა дაუკლავთ дა ეშველათ, дღეს 4:0 მოუგიათ.
дავკლათ ჩვენც რამე... ან ვინმე DDDDDDDDD

18:51 | 11.10.2016
KoRBeN DaLLaS (24844)

მეც სიამოვნებით дავცინებдი ბულგარელებს, რვიдან რვა რომ არ გვქონдეს წაგებული ზოგზოგიერთებთან DDDDDDDDD
ისე ეტყობა მაგრაд არ ევასებათ შვეдებს ბულგარელები. 94-ში ოთხჯერ შეუგдეს дა ერთი არ გაატანინეს სტოიჩკოვს, რომ ერთპიროვნული ბომბარдირი გამხдარიყო дა ვიღაც ტილიან სალენკოსთან არ გაეყო კვარცხლბეკი.

18:45 | 11.10.2016
GIO-JUVE+KICHA+DEL PIERO (1033)

ვავაა რამდენი დოდოაააა,მაგას ღრმად აქ,ჯერ ძველ რონალდოს ხოვერავინჯობს და ამ დაუნმა მერე ის დააყოლა დღევანდელ კრისტინას და მესისი ვერ ჯობსო?? შიგ არაა აქ? მესი კაი ჰო გაუტოლეთ მაგრამ ეს დებილი კრისტიანო??? ნაგავი ბალერინა თფუ თქვენი პროფესორა დ...

17:01 | 11.10.2016
ARMANDO (6045)

ტოსტაო არ მგონია მართლა მასე ფიქრობდეს უფრო სტიმულის პონტში იტყოდა))))))))

ამ მესის კიდევ რა შე))ეს იმის მაგივრად რომ იმაზე წერდნენ არგენტინელი ჟურნალისტები რომ არგენტინული ფეხბურთის ფედერაცია დენის ფულს ვერ იხდის და კორუფციაში იხრჩობა მესიზე ჭორება ურჩევნიათ

ან ის თქვან რომ მარტინოს გაშვების მერე 5 კაციანი სია ქონდათ და მწვრთნელის კანდიდატურის და სიაში ბოლო ვინც იყო ის რატო მიყვანეს?იმიტომ რომ უმაქნისი ფედერაცია მაგის დაწერის მაგივრად მესიზე ჭორაობენ(((((((((

18:47 | 11.10.2016
GIO-JUVE+KICHA+DEL PIERO (1033)

შურიანები არიან ჯიგარ და მიტო,ბოღმები,ეს ძველი თაობა კიდევ ისეთს დაახეტქებს რავი რა უთქვია ამ უბედურს ,ნეიმარი მეფეაოო DDD

0.145765