საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2016 წლის ნოემბრის დასაწყისში მწვრთნელთა განათლების С ლიცენზიის კურსებს იწყებს.
აღნიშნული კურსი მწვრთნელთა განათლების პროგრამის პირველი საფეხურია, რის შემდეგაც 1 წლის სამუშაო სტაჟის მქონე მწვრთნელებს უკვე საშუალება ექნებათ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე გააკეთონ განაცხადი.
მონაწილეობის მსურველებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უნდა წარადგინონ:
• ჯანმრთელობის ცნობა, ფორმა 100
• ცნობა ნარკოლოგიურიდან (აღრიცხვიანობის შესახებ)
• ნასამართლეობის ცნობა პოლიციიდან
• 2 ფოტოსურათი
• СV
• პირადობის მოწმობის ასლი
კურსის ღირებულება 400 ლარია. დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მწვრთნელთა ლიცენზირების მენეჯერს: 2912670 ან 595 121219
სფფ-ის პრესსამსახური