მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის H ჯგუფში ბელგიისა და საბერძნეთის ნაკრებები შეუჩერებელნი არიან. სამი ტურის თავზე ორივე გუნდის მონაგარი 9-9 ქულაა. ბელგიელებმა გიბრალტარს გადაუარეს გუშინ 6:0. რობერტო მარტინესის შეგირდთაგან ჰეთ-თრიქით გამოირჩა კრისტიან ბენტეკე. აღსანიშნავია, რომ “კრისტალ პალასის” ფორვარდმა პირველი გოლი მე-8 წამზე გაიტანა, რომელიც ყველაზე სწრაფი გოლია სანაკრებო მატჩების ისტორიაში.
საბერძნეთმა კი, ტალინში, ესტონეთს მარტივად დაუმთავრა ყველაფერი – გაუტანა რა, თითო ტაიმში თითო გოლი. ამავე ქვეჯგუფიდან გასასვლელად იბრძვის ბოსნიის ნაკრებიც, რომელიც ოთხი დღის წინ, ბელგიაში 0:4 განადგურდა, მაგრამ გუშინ ედინ ჯეკოს დუბლით კვიპროსს მოუგო და მუნდიალზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.
გიბრალტარი – ბელგია 0:6 (0:3) VIDEO
გოლები: 0:1 ბენტეკე (1), 0:2 ვიტსელი (19), 0:3 ბენტეკე (43), 0:4 მერტენსი (51), 0:4 ბენტეკე (55), 0:6 აზარი (79)
ესტონეთი – საბერძნეთი 0:2 (0:1) VIDEO
გოლები: 0:1 ტოროსიდისი (2), 0:2 სტაფილიდისი (61)
ბოსნია – კვიპროსი 2:0 (0:0) VIDEO
გოლები: 1:0 ჯეკო (70), 2:0 ჯეკო (81)
1. | ბელგია | 3 | 3 | 0 | 0 | 13:0 | 9 | |
2. | საბერძნეთი | 3 | 3 | 0 | 0 | 8:1 | 9 | |
3. | ბოსნია | 3 | 2 | 0 | 1 | 7:4 | 6 | |
4. | ესტონეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 4:7 | 3 | |
5. | კვიპროსი | 3 | 0 | 0 | 3 | 0:7 | 0 | |
6. | გიბრალტარი | 3 | 0 | 0 | 3 | 1:14 | 0 |
მომდევნო ტური – 13 ნოემბერი
ბელგია – ესტონეთი
კვიპროსი – გიბრალტარი
საბერძნეთი - ბოსნია