მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის A ჯგუფს საფრანგეთისა და შვედეთის ნაკრებები იდენტური მაჩვენებლებით ლიდერობენ. გუშინ, სკანდინავიელებმა საკუთარ კედლებში დამაჯერებლად აჯობეს ბულგარეთის ნაკრებს – 3:0. ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე, შვედეთი ამ დროისთვის მართლაც კარგად გამოიყურება, არადა, ძველი თაობა ამ გუნდს აღარ ჰყავს და ბევრის მხრიდან ჩამოწერილიც კი იყო.
საფრანგეთის ნაკრებმა კი, ჯგუფის ცენტრალურ მატჩში ჰოლანდიას პრინციპული თამაში მოუგო და სიმართლე რომ ვთქვათ, მუნდიალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. საერთოდ, “მამლების” გამარჯვება პროგნოზირებადიც იყო, რადგან ჰოლანდია თავის თავს არ ჰგავს – ეს უდიდესი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქვეყანა აშკარა კრიზისს განიცდის და სულაც არაა გამორიცხული ევროპის მერე, მსოფლიო ჩემპიონატიც გამოტოვოს. გუშინდელ შეხვედრაში კი, გადამწყვეტი გოლი პოლ პოგბამ 30-ე წუთზე, 30 მეტრიდან გაიტანა.
ამავე ქვეჯგუფის კიდევ ერთ მატჩში ბორისოვში, ბელარუსმა აუტსაიდერ ლუქსემბურგს ვერაფერი დააკლო. არადა, სტუმრებმა 10 კაცით ჩაატარეს თითქმის მთელი მეორე ტაიმი და მიუხედავად ამისა, ქულა მაინც მოიპოვეს – 1:1.
ბელარუსი – ლუქსემბურგი 1:1 (0:0) VIDEO
გოლები: 1:0 სავიცკი (80), 1:1 იოახიმი (86)
ჰოლანდია – საფრანგეთი 0:1 (0:1) VIDEO
გოლები: 0:1 პოგბა (30)
შვედეთი – ბულგარეთი 3:0 (2:0) VIDEO
გოლები: 1:0 ტოივონენი (39), 2:0 ჰილიერმაკი (45), 3:0 ლინდელოფი (58)
1. | შვედეთი | 3 | 2 | 1 | 0 | 5:1 | 7 | |
2. | საფრანგეთი | 3 | 2 | 1 | 0 | 5:1 | 7 | |
3. | ჰოლანდია | 3 | 1 | 1 | 1 | 5:3 | 4 | |
4. | ბულგარეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 5:10 | 3 | |
5. | ბელარუსი | 3 | 0 | 2 | 1 | 2:5 | 2 | |
6. | ლუქსემბურგი | 3 | 0 | 1 | 2 | 4:6 | 1 |
მომდევნო ტური – 11/13 ნოემბერი
საფრანგეთი – შვედეთი
ბულგარეთი – ბელარუსი
ლუქსემბურგი - ჰოლანდია