ფეხბურთი

13:41 | 11.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

კვეკვესკირი ვარჯიშს რამდენიმე დღეში დაიწყებს    

აზერბაიჯანული "გაბალას" ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი 14 ოქტომბერს ვარჯიშს დაიწყებს, თუმცა რა თქმა უნდა, ჯერ ინდივიდუალურად მოემზადება. სრული დატვირთვები კი, ნიკას დაახლოებით 20 ოქტომბრიდან შეეძლება.

24 წლის ნახევარმცველმა ერთი თვის წინ მიიღო ტრავმა. ამიტომაც ვერ მოხვდა სანაკრებო სიაში, კერძოდ, ირლანდიასთან და უელსთან მატჩები გაუცდა. 12 ნოემბერს საქართველო მოლდოვას უმასპინძლებს და სავარაუდოდ, იმ დროისთვის კვეკვესკირი მწყობრში იქნება.

0.132703