იტალიის საფეხბურთო ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ქართველმა ქომაგებმა ალბათ უკვე იციან, რომ მათი კერპი და ლეგენდა, ყოფილი კაპიტანი ალესანდრო დელ პიერო ავტობიოგრაფიული წიგნის წერითაა გართული და ბევრი უკვე ამ წიგნის მოლოდინშიცაა.
როგორც გაირკვა, ალესანდროს წიგნს ძირითადად არა საკუთრივ ვეტერანი ფეხბურთელი, არამედ მისი მეუღლე, ყოფილი მოდელი, სონია ამორუზო წერს, რომელიც ქმართან ყოველდღიური კონსულტაციების მიხედვით მუშაობს და რამდენად კარგად გამოსდის ეს საქმე – სულ მალე ვნახავთ.
სხვათა შორის, სონია ამორუზოსათვის ტექსტზე მუშაობა სულაც არაა უცხო. მაშინ, როდესაც ალესანდრო ავსტრალიის ჩემპიონატში გამოდიოდა, სონია ამორუზო სიდნეის ერთ-ერთ პოპულარულ ჟურნალთან თანამშრომლობდა და საავტორო გვერდზე გლამურულ ამბებს მიმოიხილავდა.