ფეხბურთი

23:54 | 10.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან ბენტეკე ფეხბურთის ისტორიაში ჩაეწერა - გოლი მე-8 წამზე!

ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კრისტიან ბენტეკე ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ მან დღეს, გიბრალტარის ნაკრების კარი არც მეტი, არც ნაკლები მერვე წამზე(!) დალაშქრა და ეს ყველაზე სწრაფია გოლი ფეხბურთის ისტორიაში – ოღონდ მხოლოდ იმ მატჩების გათვალისწინებით, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ან შესარჩევ ციკლში გასულა.

საერთოდ კი, ნაკრებთა შორის მეორეა სისწრაფით. ამ მხრივ რეკორდსმენი გერმანელი ლუკას პოდოლსკია, რომელმაც 2013 წელს ეკვადორს ამხანაგურ შეხვედრაში მეექვსე წამზე გაუტანა. შესაბამისად, თუ მხედველობაში მხოლოდ ოფიციალურ სანაკრებო მატჩებს მივიღებთ, ბენტეკეს შედეგი საუკეთესოა. აქამდე ოფიციალური თამაშებში საუკეთესო შედეგი ინგლისელ დავიდე გუალტიერის ეკუთვნოდა, რომელმაც 1993 წელს, სან მარინოს 8.3 წამზე გაუტანა. მოკლედ, ბენტეკემ მისი შედეგი მცირედით, მაგრამ მაინც გააუმჯობესა.

0.14318