კალათბურთი

14:17 | 10.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინისა და ბურჯანაძის "ანდორას" მეორე მოგება ესპანეთის ჩემპიონატში

ბექა ბურჯანაძისა და გიორგი შერმადინის „ანდორამ“ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მეორე ტურის მატჩში ანდორელებმა „ხუვენტუდს“ უმასპინძლეს და 19 ქულის სხვაობით - 92:73 სძლიეს.

გიორგი შერმადინმა 19 წუთი ითამაშა და 10 ქულასთან ერთად 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინმა 4 ჯარიმა მიიღო, მეტოქეები კი მასზე 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბურჯანაძემ მოედანზე ძალიან აქტიური 11 წუთი გაატარა, რა ხნის განმავლობაშიც 3-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ბექამ საბოლოოდ 8 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. ანდორელებს 20 ქულით დევიდ იელინეკი გამოირჩა, 18 ქულა კი ნაჩო მატინმა მიითვალა.

2-დან 2 გამარჯვებით „ანდორა“ ლიდერთა შორისაა. მომდევნო მატჩს „ანდორა“ 16 ოქტომბერს, ვიტორიაში, თორნიკე შენგელიას „ბასკონიასთან“ გამართავს.

gbf.ge

0.114503