მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერმა, პოლონელმა აგნეშკა რადვანსკამ ერთეულთა თანრიგში კარიერაში მეოცე ტიტული მოიპოვა. აგამ კარიერაში პეკინის მასტერსი მეორედ მოიგო. პოლონელმა ფინალში ბრიტანელი კონტა იოლად 6:4, 6:2 დაამარცხა. რადვანსკამ 10-დან ოთხი ბრეიკი შეასრულა, ხოლო კოტნამ 5-დან მხოლოდ ერთი. აგნეშკამ პეკინის მასტერსი ისე მოიგო, რომ ერთი სეტიც არ წაუგია, პოლონელმა ფინალამდე შემდეგ ჩოგბურთელებს აჯობა: ვანგი, მაკაროვა, ვოზნიაცკი, შვედოვა და სვიტოლინა.
აგამ ამ გამარჯვებით 1000 სარეიტინგო ქულა და 663 575 ამერიკული დოლარი მიიღო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო, ყოჩაღ ხორვატებს!
ეს ახალგაზრდა და პატარა ქვეყანა უკვე სამჯერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატების ნახევარფინალში!
საფრანგეთთან ფინალში სავარაუდოთ წაგებას და ცრემლების ღვრას, ამათთვის ესე პოზიტიურათ დამთავრება ჯობდა