ჩოგბურთი

10:14 | 10.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარეიმ პეკინის მასტერსი მოიგო

ბრიტანელმა ენდი მარეიმ კარიერაში პირველად პეკინის მასტერსი მოიგო. მარეიმ ფინალში ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი 6:4, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა.

მატჩის სტატზევე ენდიმ ბრეიკი გააკეთა, რაც სეტის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა, მეორე პარტიაში კი ბრიტანელმა ტაი-ბრეიკზე 7:2 იმარჯვა.

მარეიმ კარიერაში მე-40 ტურნირი მოიგო. მან ამ გამარჯვებით 1000 სარეიტინგო ქულა და 663 575 ამერიკული დოლარი მიიღო.

ბრიტანელმა პეკინის მასტერსი ისე მოიგო, რომ არც ერთ ისეტი არ წაუგია, ენდიმ აღნიშნულ ტურნირზე ეს ჩოგბურთელები დაამარცხა: ანდრეა სეპი, ანდრეი კუზნეცოვი, კაილ ედმუნდი, დავიდ ფერერი და გრიგორ დიმიტროვი.

0.115524