ნიკო როსბერგმა პოულიდან, იოლად მოიგო იაპონიის დიდი პრიზი, რითაც „მერსედესის“ გუნდს ზედიზედ მესამედ მოაპოვებინა კონსტრუქტორთა თასი. როსბერგისთვის ეს სუზუკაზე მოპოვებული პირველი გამარჯვებაა, რითაც კიდევ უფრო მიუახლოვდა სანუკვარ მიზანს - ფორმულა 1-ის მსოფლო ჩემპიონის ტიტულს.
ის ახლა 33 ქულას უგებს ლუის ჰამილტონს, რომელმაც რბოლა მეორე პოზიციიდან კი დაიწყო, მაგრამ სტარტი არ გამოუვიდა და პირველ მოსახვევამდე რამდენიმე პიზიცია დაკარგა. მართალია, რბოლის განმავლობაში წინ წაეწევა შეძლო, თუმცა მაქს ფერსტაპენის ჩამოტოვება ვეღარ მოახერხა და მესამე ადგილს დასჯერდა. ჰოლანდიელი კი როსბერგს მხოლოდ 4.5 წამით ჩამორჩა, თუმცა რბოლის განმავლობაში, ლიდერის დაწევის შანსი არც მისცემია.
გერმანელმა პილოტმა ამ სეზონში მეცხრე გამარჯვება მოიპოვა. ამგვარად, ფ1-ის ისტორიაში ის მეხუთე პილოტია, ვინც ერთ სეზონში 9 (ან მეტ) გამრჯვებას მიაღწია. მის თანაგუნდელ ჰამილტონს მხოლოდ ექვსი აქვს. სამქიმიანების პილოტებმა მხოლოდ ორი რბოლის მოგება ვერ შეძლეს. სეზონის ბოლომდე ოთხი ეტაპიღა რჩება და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, 33-ქულიანი ჩამორჩენის დაძლევა ძალიან გაუჭირდება. თუმცა ფორმულა ერთში შეუძლებელი არაფერია.
იაპონიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:30.647
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:30.660
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:30.949
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:31.028
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:31.178
- დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:31.240
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:31.961
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:31.961
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:32.142
- ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:32.547
- - - - - - - - - -
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:32.315
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:32.380
- დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:32.623
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:32.685
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:32.689
- ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:32.807
- - - - - - - - - -
- ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:32.851
- კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:33.023
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:33.222
- ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:33.332
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, მენორი) 1:33.353
- პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:33.561
სუზუკა, დისტანცია 307.471 კმ (5.807 კმ, 53 წრე)
- ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:26:43.333
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) +00:04.978
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 00:05.776
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 00:20.269
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:28.370
- დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:33.941
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 00:57.495
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 00:59.177
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 01:37.763
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 01:38.323
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 01:39.254
- ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1 წრე
- დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1 წრე
- კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1 წრე
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე
- ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
- ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1 წრე
- ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1 წრე
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, მენორი) 1 წრე
- პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:35.118, 36-ე წრე
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი - 313 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 280; 3. დანიელ რიკიარდო - 212; 4. კიმი რაიკონენი - 170; 5. მაქს ფერსტაპენი - 165; 6. სებასტიან ფეტელი - 165; 7. ვალტერი ბოტასი - 81; 8. სერხიო პერესი - 80; 9. ნიკო ჰულკენბერგი - 54; 10. ფელიპე მასა - 43; 11. ფერნანდო ალონსო - 42; 12. კარლოს საინსი - 30; 13. რომენ გროჟანი - 28; 14. დანილ კვიატი - 25; 15. ჯენსონ ბატონი - 19; 16. კევინ მაგნუსენი - 7; 17. ჯოლიონ პალმერი - 1; 18. პასკალ ვერლაინი - 1; 19. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) - 1; 20. ესტებან გუტიერესი - 0; 21. მარკუს ერიკსონი - 0; 22. ფელიპე ნასრი - 0; 23. რიო ჰარიანტო (ინდნზია, მენრი) - 0; 24. ესტებან ოკონი - 0
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 593 ქულა (ჩემპიონი); 2. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 385; 3. ფერარი - 335; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 134; 5. უილიამს-მერსედესი - 124; 6. მაკლარენ-ჰონდა - 62; 7. ტორო როსო-ფერარი - 47; 8. ჰაას-ფერარი - 28; 9. რენო - 8; 10. მენორ-მერსედესი - 1; 11. ზაუბერ-ფერარი - 0







