საქართველოს ნაკრების შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა უელსთან მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ შესვენებაზე ვლადიმირ ვაისმა მათი მოტივირება კიდევ უფრო მოახერხა. როგორც თორნიკემ აღნიშნა, განვლილ ორ შეხვედრაში საქართველო მინიმუმ 4 ქულას იმსახურებდა.
“არცთუ ისე კარგად დავიწყეთ თამაში, მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ ვაისმა ისეთი სიტყვები გვითხრა, რომ უნდა გამოვსულიყავით და დაგვემტიკცებინა რაც შეგვეძლო – წაგება არ შეიძლებოდა.
ამ ორ თამაშში ჩემი აზრით, მინიმუმ 4 ქულას ვიმსახურებდით და სამწუხაროდ ასე მოხდა, რომ მხოლოდ ქულა ავიღეთ, მაგრამ ესეც სასიხარულოა და მოლდოვასთან თბილისში, პირველი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ”, - უთხრა ოქრიაშვილმა სფფ-ის პრესსამსახურს.
შეგახსენებთ, უელსის ნაკრების კარში 57-ე წუთზე გოლი სწორედ ოქრიაშვილმა გაიტანა ვაკო ყაზაიშვილის დიდებული გადაცემის შემდეგ.