ფეხბურთი

2:03 | 10.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "შედეგით უკმაყოფილოები ვართ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტან გურამ კაშიას განცხადებით, კარგი თამაშის მიუხედავად, შედეგით უკმაყოფილოა. როგორც ქართველმა მცველმა სფფ-ის პრესსამსახურთან საუბარში აღნიშნა, მომენტებს რეალიზება სჭირდება.

“ორივე თამაშში ვეცადეთ, რომ ფეხბურთი გვეთამაშა. რა თქმა უნდა, შედეგებით უკმაყოფილონი ვართ, რადგან ერთი ქულა მოვიპოვეთ მხოლოდ. თუმცა, უკვე ჩვენ თვითონ, ფეხბურთელებს გვჯერა, რომ შეგვიძლია თამაში და მომენტების შექმნა.

დღეს, 4-5 რეალური შანსი გვქონდა და მოგებაც შეგვეძლო. სამწუხაროდ ამ ორ თამაშში ისეთი ორი გოლი გავუშვით - ძალიან დასანანი. ვამბობთ, რომ არ გვიმართლებს, მაგრამ მომენტები გამოსაყენებელია. თუმცა, რაც სასიხარულოა ჩვენთვის, ყველასთვის, ვცდილობთ, ფეხბურთი ვითამაშოთ, ბურთი დავიჭიროთ და ასე შევქმნათ მომენტები, რადგან გვყავს შეტევაში ტალანტი ფეხბურთელები”, - განაცხადა კაშიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სამი ტურის შემდეგ ერთადერთი ქულა აქვს და ჯგუფში მეხუთე ადგილზეა. თუმცა, “ჯვაროსნების” მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხის მომავლის იმედს აშკარად სახავს.

0.1166