უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოსთან თავისი გუნდის თამაშით. როგორც გამოცდილმა სპეციალისტმა აღნიშნა, უელსმა ორი ქულა კი არ დაკარგა, არამედ მოიპოვა, რადგან შეიძლებოდა საერთოდ წაგვეგოო.
“ვფიქრობ, ხალხი მხოლოდ იმას ხედავს, რომ ორი ქულა დავკარგეთ, მაგრამ უფრო ორი ქულა მოვიპოვეთ. იმედგაცრუებულები ვართ – ოთხ დღეში ორი მატჩის ჩატარება ადვილი არაა, თუმცა ეს ისაა, რასაც უნდა შევეგუოთ.
ქულა ის არაა, რაც გვსურდა, მაგრამ ბედს უნდა შევეგუოთ. მეორე ტაიმში შეიძლებოდა წაგვეგო და საქართველოს სახლში სამი ქულა წაეღო. თამაში თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა. გაშვებული ბურთის შემდეგ კი, ვცადეთ სიტუაციის ფორმირება, მაგრამ რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა გაგვეპარა.
მომდევნო შეხვედრაში სერბეთთან, აუცილებლად სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ”, - თქვა კოულმენმა.
შეგახსენებთ, საქართველოსა და უელსის დაპირისპირებაში ანგარიში გარეტ ბეილიმ მე-10 წუთზე გახსნა, რასაც თორნიკე ოქრიაშვილმა ასევე გოლით 57-ე წუთზე უპასუხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პიკეს ინტელექტი მოედანზეც ეტყობა და პოკერშიც წარმატების ერთერთი მთავარი ელემენტია
ლორია
კაკაბაძე ხოჭოლავა კაშია გრიგალავა
კანკავა გვილია
კვარაცხელია ანანიძე ყაზაიშვილი
ქვილითაია
სგ პიკეს იგროკი ყოფილა
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=Y0ubS_Qq_bU')>0?'https://www.youtube.com/watch?v=Y0ubS_Qq_bU':'https://www.youtube.com/watch?v=Y0ubS_Qq_bU'))
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=nwuBh7zzjoE')>0?'https://www.youtube.com/watch?v=nwuBh7zzjoE':'https://www.youtube.com/watch?v=nwuBh7zzjoE')) ესეც ვიდეო